Cover von Chemi Singhera/ჩემი სიმღერა

Lied

Chemi Singhera/ჩემი სიმღერა

ISKRA SMOKA · 21.10.2026 · 02:33

Originaltext

Chemi Singhera/ჩემი სიმღერა

Original
ტიალმა წუთისოფელმა
ნაღველი დამალევია;
არც მომკლა, არც დამარჩინა,
არც სული დამალევია.

გაჩენის დღესა ვიწყევლი,
სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ;
მატყუარ სოფელს ვატყუებ:
რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ!

ცრემლი რომ მაღრჩობს, ვიცინი...
ჩემი პირბადე ის არი!
სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად
მე ჩემი გულის ისარი?!

ჩემი ეკალი სხვებისთვის
იაა, ზამბახ-ვარდები.
თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, -
სისულელეში ვარდები!

სჯობს, ისევ მწარე სოფელმა
ნაღველი დამალევიოს;
არც მომკლას, არც დამარჩინოს,
არც სული დამალევიოს!